კესო ლელუაშვილი – კომპანია Phubber – ის გუნდის წევრი.

მე ვარ Phubber App-ის Head of Business Development და შემქმნელი გუნდის წევრი, Buyers.ge-ის ბლოგერი , Freelance გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი.
დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა და CBL- ის სასერტიფიკატო კურსი – მოდის ბიზნესი. კურსი დამეხმარა ვყოფილიყავი იქ სადაც ახლა ვარ. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ Phubber App-ის თანადამფუძნებელი – ანანო დოლაბერიძე სწორედ მოდის ბიზნესის კურსებიდან გავიცანი, ის მოდის ბლოგს და სტილის კურსს ხელმძღვანელობდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პირველ კურსზე ვიყავი როცა მოდის ბიზნესის კურსების შესახებ გავიგე და დავინტერესდი.
ვთვლი, რომ სტუდენტობის პერიოდში ყველა სახის პროფესიული ინტერესი და ცნობისმოყვარეობა უნდა დაიკმაყოფილო, ისწავლო და გამოცდილება მიიღო. მოდის სფერო, ხატვა და ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა და როცა გავეცანი კურსის ლექტორებს და პროგრამას, მაშინვე გადავწყვიტე ამ კურსზე მესწავლა. კურსმა შემძინა ბევრი ახალი კონტაქტი, გამაცნო საქართველოს მოდის ინდუსტრიის სფეროს რეალობა და შემძინა საფუძვლიანი ცოდნა მოდის ისტორიაზე და ბიზნესზე.





ლაურა ჩიტიშვილი-  MBFW T – ის რეჟისორის ასისტენტი.

მოდის ბიზნესისი  კურსის შესახებ ინფორმაცია სოციალური მედიით გავიგე  და  გადავწყვიტე  ჩამებარებინა.  თუმცა ვერც კი  ვიფიქრებდი, რომ ასე მჭიდროდ შემეძლო ჩემი ცხოვრების დაკავშირება მოდის სამყაროსთან. ბავშვობიდან მიყვარდა მოდა, მაგრამ ის ჩემთვის ყოველთვის სამოყვარულო  დონეზე იყო. კურსის ფარგლებში გვქონდა  სტაჟირება მოდის კვირეულებში : თბილისის მოდის კვირეულსა (TFW)  და მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულში (MBFWT) , სადაც რეალურად ვნახე რა არის ეს სფერო. გავიცანი ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები , რომლებიც  სამომავლოდ დამეხმარნენ  თავის დამემკვიდრებაში.     კურსის  დასრულების შემდეგ, შემომთავაზეს   MBFW T – ის რეჟისორის ასისტენტობა. 4 წლის შემდეგ, კი  თავად ვარ რეჟისორი  მოდური ღონისძიებების. 2 წლის წინ  მიმიწვიეს  მოსკოვის მოდის კვირეულზე და ახლა ვარ  პროგრამის  ხელმძღვანელი. მე არასოდეს დავიღალებ იმის თქმას, თუ რა წვლილი მიუძღვის მოდის ბიზნესის კურს ჩემს წარმატებასა და განვითრებაში.  გარდა პროფესიული გამოცდილებისა, კურსმა მომცა საკუთარი თავის რწმენა, უკეთ დავინახე ჩემი შესაძლებლობები და შევიძინე საუკეთესო მეგობრები.ეს არის ადგილი, რომელიც ყოველთვის მზადაა დაგაკავშიროთ  სწორ  ადამიანებთან , არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.





სალი ჯოჯუა – ბრენდ ” ზომა”-ს თანადამფუძნებელი.

ჩემთვის სასერტიფიკატო კურსი იყო დიდი ნახტომი მოდის ინდუსტრიაში, სადაც მოხვედრა საკმაოდ რთულია. ამ სფეროში ყოფნა კი ჩემი მიზანი და უდუდესი სურვილი გახლდათ. კურსმა მომცა თეორიული და პრაკტიკული ცოდნა , გამოცდილება და კონტაკტები რაც დამეთანხმებით , რომ უმნიშნელოვანესია. მოლოდინი მქონდა რომ კურსზე ზოგად ცოდნას მივიღებდი მოდის ინდუსტრიაზე , მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა , რადგან კურსის დამთავრების შემდეგ გავხვდი თბილისის მოდის კვირეულის მენეჯერი. დავიწყე მუშაობდა კერძო შეკვეთებზე და ვიყავი ისეთ დიდ პროეკტების მონაწილე როგორიცაა – Model .com , Marieclaire , Urban Revivo, Elle. com და Nargis Magazine Georgia. ახლა ჩემს პარტნიორებთან ერთად ვხელმძღვანელობ ბრენდ ზომას , რომელიც პირველი ქართული Street Style ბრენდია. მოდის ბიზნესის კურსი ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს და ეს რეალობაა.





ნინი მოსულიშვილი – ბრენდ ” ნინიმო”- ს დამფუძნებელი.

რატომ მოდის ბიზნესის კურსი ? – იმიტომ რომ შეხვდებით საინტერესო ლექტორებს და შეგეძლებათ თქვენთვის საინტერესო სფეროში მოისმინოთ კომპეტენტური ადამიანების გამოცდილება და შეხედულებები . ყველაზე მთავარი რამ , რაც ამ კურსიდან მივიღე არის – კონტაქტები და პრაქტიკა. ჩემი მოლოდინები აბსოლუტურად გაამართლა და მეტიც დავრწმუნდი,რომ მთავარია აკეთებდე იმას და სწავლობდე იმას რაც გიყვარს,გაინტერესებს და აღგაფრთოვანებს.





ნინი ფაცაცია- ბრენდ ” ნინი ფაცაცია”- ს დამუძნებელი

პირველ რიგში ეს იყო ის კურსი რომელმაც გადამალახინა ბარიერები და მომცა გამბედაობა ამ სფეროში თამამად შემედგა ფეხი.
შემიძლია ვთქვა, რომ ამ კურსზე ჩაბარება ჩემი წარმატების წინაპირობა იყო. მოვხვდი გარემოში,სადაც ყველას ერთი ინტერესი აერთიანებს, ლექტორები მოტივირებულები არიან მაქსიმალური ინფორმაცია გასცენ და საკუთარ შეცდომებზე და გამოცდილებაზე გესაუბრონ,ხელმძღვანელები ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ წარმატების მიღწევაში, აქ გაზიარებული გამოცდილება და ცოდნა დღემდე მადგება საქმიანობაში და მიხარია რომ სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.





თეო ქობალია- ბრენდ ”მოლმაუნი”-ს დამფუძნებელი

ეს არის კურსი,  რომელიც გაძლევს შესაძლებლობას   ისწავლო თუ  როგორ აქციო უბრალო იდეა , ჩემს შემთხვევაში კი ბავშვობის ოცნება რეალობად.  დამეთანხმებით, რომ  რთულია მოახდინო სხვადასხვა იდეების მობილიზება და რაც მთავრაი ამ  იდეებს მისცე სწორი მიმართულება . საბედნიეროდ კურსმა მომცა შესაძლებლობა შევხვედროდი საინტერესო ადამიანებს. მათი ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზმა დამარწმუნა საკუთარი თავის შესაძლებლობების განუსაზღვრელობაში და მომცა ბიძგი არაფრისგან შემექმნა ყველაფერი. მადლობა თქვენ მოტიცავიისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც დღემდე ვგრძნობ.





ანანო ბაქრაძე – ბრენდ ”ანანო ბაქრაძე”-ს დამფუძნებელი

რატომ მოდის ბიზნესის კურსი ? პასუხი მარტივია, რადგან ამით გეძლევა ახალი შესაძლებლობა, გამოავლინო შენი მაქსიმუმი და გაიცნო საინტერესო ადამიანები სრულიად ახალი ხედვით. კურსი გაძლევს საშუალებას შეიძინო სასარგებლო და საჭირო გამოცდილება, ახალი კონტაქტები და შესაძლებლობები სამომავლო კარიერისათვის. დაიხვეწა ჩემი ბიზნეს ხედვა, რაც ჩემი ბრენდის განვითარებაში მეხმარება. გავიცანი ნიჭიერი კოლეგები, რომლებთანაც ურთიერთობა უფრო საინტერესოს ხდის მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობას.





გვანცა უბირია – ბრენდ ”მეთერს” – ის დამფუძნებელი

  მსურდა საკუთარი ბრენდის შექმნა , მაგრამ გააზრებული მქონდა , რომ ცოდნის გარეშე დასახულ მიზანს ვერ ავისრულებდი. სრულიად შემთხვევით გავიგე  მოდის ბიზნესის კურსის არსებობის შესახებ , რამაც ძალიან დამაინტერესა და გადაწყვტილებაც დაუყონებლივ მივიღე. კურსი გარდა თეორიული ნაწილისა მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილს , რაც მოდის კვირეულებზე სტუდენტების ჩართულობას გულისხმობდა. მიღბული გამოცდილება დამეხმარა სიღრმისეულად გავცნობოდი საქართველოში მოდის ინდუსტრიას. გავეცანი მთლიან პროცესს  რაც ყოველი ბრენდის ჩვენების უკან დგას.  ასევე როგორ უნდა დაგეგმო სწორი ფოტო და  ვიდეო გადაღება,  რაც ბრენდის  პოზიციონირებისა და პოპულარიზაციისთვის  უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ მოდის სფეროში მნისვნელოვანია კონტაქტები, ეს კურსი კი ყოველთვის მზად არის დაგაკავშიროთ  თქვენთვის საინტერესო და საჭირო, ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებთან. კურსმა შემძინა საფუძვლიანი ცოდნა მოდის ბიზნესზე, ბრენდზე და მის ღირებულებებზე. გამოცდილებასთან ერთად კურსმა მომცა საკუთარი თავის რწმენა, რაც დამეხმარა მომავალი მიზნების ასრულებაში!

რეალობამ მოლოდინს აბსოლუტურად გადააჭარბა!





მარიკა ჭანტურია- ბრენდ “ME by Marika Chanturia” – ს დამფუძნებელი

მოდის ბიზნესის კურსმა პირველ რიგში მომცა ცოდნა და თავდაჯერებულობა , რაც დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ სფეროში მოღვაწეობისთვის უმნიშვნელოვანესია.
მომცა სწორი მიმართულება, თუ როგორ წამომეწყო და განმევითარებინა ჩემი ბიზნესი. მოკლე დროში მივიღე ძალიან ბევრი და რაც მთავრია საჭირო ინფორმაცია ამ სფეროს შესახებ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემთვის არის ის, რომ ლექტორები, რომლებიც თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას გვიზიარებდნენ არიან მოდის ინდუსტრიის და ზოგადად ბიზნესის აქტიური წარმომადგენლები.
მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას დღესაც აქტიურად ვიყენებ ჩემი ბრენდის მართვაში.