რა არის მოდის ბიზნესი ?

მოდა ის სფეროა , რომლიც საქართველოში უფრო და უფრო ვითარდება. იქმნება ბევრი ახალი და ორიგინალური პროდუქტი, დიზაინერები საერთაშორისო ასპარეზზე გადიან და მოდის კვირეულებიც უფრო და უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს. თუმცა, ბარიერი, რომელიც მოდის ბიზნესში მუდმივად იჩენს თავს არის ამ მიმართულებით განათლება. ინდუსტრიის განვითარებისათვის საჭიროა Fashion მენეჯერები და Fashion მარკეტინგის სპეციალისტები. სწორედ ამიტომ, შეიქმნა სასერტიფიკატო კურსი Fashion ბიზნესი რომელიც  CBL კრეატიული ბიზნეს ლაბში ისწავლება.

მასში ჩართულ ადამიანებს მისცემს საშუალებას, მიიღონ ცოდნა მოდის ინდუსტრიის სფეროში, ამ მიმართულებით გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს, შეიძინონ ამ სფეროს მართვისა და მარკეტინგისათვის აუცილებელი უნარები.

კურსის მიზანია, მოდის სახლებისათვის, მოდური ჟურნალებისათვის, ვაჭრობისა თუ წარმოების სექტორისათვის მოამზადოს პროფესიონალი Fashion-მენეჯერები და Fashion-მარკეტინგის სპეციალისტები.

სასერტიფიკატო  პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან :

  • მოდის ისტორია 
  • ბრენდის სტრატეგიული  მართვა 
  • მოდის თანამედროვე ტენდენციები 
  • მოდის  ღონისძიებათა მართვა
  • ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობა 
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები 
  • მოდის ბიზნესი
  • ვიზუალ მერჩენდაიზინგი
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • კრეატიული აზროვნება
  • მოდის  მარკეტინგი

კურსის უპირატესობები :

  • მეცადინეობებს გაუძღვებიან პროფესიონალი ლექტორები.
  • კურსის მონაწილეებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ  ცნობილი დიზაინერები და მოდის სფეროს წარმომადგენლები.
  • კურსის მონაწილეებისათვის მოეწყობა სპეციალური ვიზიტები ქართული მოდის სახლებში.
  • კურსის მონაწილეები ჩაერთვებიან Tbilisi Fashion Week-ის და Mercedes-Benz-Fashion Week Tbilisi ღონისძიებებში და დაესწრებიან ჩატარებულ მასტერკლასებს.
  • კურსდამთავრებულები ჩართულები იქნებიან სხვადასხვა Fashion-პროექტების განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას და დასაქმდებიან პარტნიორ კომპანიებში.