კურსის წამყვანი ლექტორი – ნინო იოსელიანი
ნინო იოსელიანი არის ჟურნალ Hello Magazine Georgia – დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. პროექტ ” კავკასიის ფერები” – ის ხელმძღვანელი.

შოთა ჩინჩალაძე – სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ აღმასრულებელი დირექტორი და უფროსი ბრენდ კონსულტანტი. აქვს 8 წლიანი გამოცდილება მარკეტინგსა და ბრენდინგში. მისი კარიერა 2010 წელს მედიქლაბჯორჯიაში, მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობით დაიწყო. გახლდათ შელის საცხებ-საპოხი მასალების ოფიციალური მაკრო დისტრიბუტორის მარკეტინგის მენეჯერი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მართავდა საავტომობილო ინდუსტრიის ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა Shell, Landirenzo, Energizer, Faber და ა.შ.
2012 წლიდან მუშაობს ბრენდინგისა და საკომუნიკაციო პროექტებზე ისეთ დიდ ბრენდებთან როგორებიცაა: ნატახტარი, მთიელი, TOYOTA კავკასია, VTB ბანკი, საქართველოს რაგბის კავშირი, უნიქარდი, ბროტმაისტერი, რერა, პირველი ნაბიჯი საქართველო, დრესაპ ჯგუფი და ა.შ.
2013 წლიდან კითხულობს ლექციებს ბრენდინგში და მარკეტინგში, ჯიპაში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

ქეთევან (ქეთი) შავგულიძე – ხელოვნებათმცოდენობის დოქტორი, პროფესორი.
2001 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. წლების განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტებში მიჰყავს სტილის ისტორიის, თეატრის ისტორიის და თანამედროვე ხელოვნების ისტორიის კურსი. არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლის პედაგოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის მოწვეული პროფესორი; რამდენიმე საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაციების წევრი, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, 20–მდე სამეცნიერო ნაშრომის, აგრეთვე სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი.

ელდარ პირმისაშვილი – სააზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი. მას საკომუნიკაციო სფეროში მუშაობის ათ წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემურ ხარისხებს საზოაგადოებასთან ურთიერთობების (სოციალური – მეცნიერებების) მიმართულებით.
ელდარი სწავლობდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში: ბარსელონაში, ტურინში, ბუქარესტში. იგი კონსულტაციას უწევდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის: კოკა-კოლა, გუდვილი, იოლი ჯგუფი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკი და ა.შ
ელდარ პირმისაშვილი კითხულობს ლექციებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში და ტრენინგ – ცენტრებში. ის არის რამდენიმე ღია ლექციის, 9 სამეცნიერო სტატიის და წიგნის „10 ნაბიჯი PR გეგბის შესადგენად“ ავტორი

მარიამ (მაკა) ყუბუსიძე – ღონისძიებათა მართვისა და დაგეგმვის კომპანია “ჯორჯიან ივენტსის” აღმასრულებელი დირექტორი , თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი ; “ქლიქ სტუდიოს” დამფუძნებელი .
კითხულობს ლექციებს – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა ( GIPA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – ღონისძიებათა მენეჯმენტის შესახებ.

გიორგი შაღაშვილი – დიზაინერი და ბრენდ ” George Shaghashvili”დამფუძნებელი .

მასტერკლასები

თაკო ზანგალაძე– მსოფლიოს ერთერთი წამყვანი ბრენდის H&M – ის მთავარი ვიზუალ მეტჩენდაიზერი საქართვრლოში. 

ანი დათუკიშვილი – Central Saint Martins ლონდონი foundation course და Istituto Marangoni ბაკალავრი კურსდამთავრბული .
Central saint martins საბაზისო კურსი -fashion and accessories design.
Istituto Marangoni- Fashion Design.
ბრენდი ანი დათუკიშვილის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
ბრენდი ზომას დიზაინერი. 
Istituto Marangoni – კურსდამთავრებულთა ელჩი საქართველოში.